ტრენინგის რეფლექსია

დღე 1. - 2019 წლის 13 აპრილი

     გავიარეთ  პროექტით სწავლების  მიზნები,შევქმენით საქაღალდე მოდულის მასალების შესაბამისად. გადმოვწერე  პროექტის  გეგმის შაბლონი და დავიწყე პროექტის გეგმის შედგენა.


 დღე 2. - 2019 წლის 14 აპრილი

       გავიმეორეთ წინა დღეს გავლილი მასალა.სასწავლო პროექტების პორტფოლიოს 
გავეცანი.გავეცანი პუბლიკაციების დაგეგმვას, პროექტზე დაფუძნებული სწავლის კვლევასა და გამოცემების ნიმუშებს. გავეცანი   ბუკლეტებისა და გაზეთების შაბლონების ნიმუშებს. გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში . გავაკეთე ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტისათვის "სათბურის ეფექტი" ბუკლეტი. ამისათვის გადმოვწერე სურათები     გამოყენებული მასალის მითითებითა და საავტორო უფლებების დაცვით.  ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი ბლოგის მისამართის გადაგზავნა სხვა მისამართზე.

დღე 3. - 2019 წლის 20 აპრილი

წინა დღის გახსენების შემდეგ  გავიარეთ : სტანდარტების დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება.,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება და შედგენა.ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო რადგანსწავლების პროცესში გამოვიყენებ  სასწავლო პროექტებზე მუშაობაში.



დღე 4 -2019წლის 4მაისი


წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მთლიანი ტრენინგის საფუძვლები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები,დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა , მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენა, ვიმუშავეთ შეფასების დაგეგმვასა და შეფასების ფორმის შექმნაზე.




დღე 5-2019 წლის 5მაისი

წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 2  და მოდული
3.მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნა;პროექტის პორტფოლიოს
პრეზენტაცია,ციტირების დოკუმენტის შექმნა, პრეზენტაციის ძირითადი
ელემენტების შექმნა.


დღე 6- 2019 წლის 11 მაისი

წინა დღის გახსენება შემდეგ,  ვიმსჯელეთ მოსწავლეთა  ჩართვაზე შეფასების პროცესში. გავეცანით შფასების გეგმას, მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვას და სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების განსაზღვრას. ასევე გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომს და მთლიანად  პროექტს.


დღე 7-2019 წლის 12 მაისი

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით და ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებზე. გავეცანით და გავიაზრეთ სწავლის სხვადსხვა სტილი, განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე მასალები.


დღე 8- 2019 წლის 18 მაისი

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენების შემდეგ განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები,შევიმუშავეტ ფასილიტაციის მასალები  და დავასრულეთ სასწავლო პროცედურები, რეფლექსია საშინაო დავალებაზე.

დღე 9 -2019 წლის 19 მაისი

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, შევქმენით და დავასრულეთ პორტფოლიო, მოვახდინეთ მოსწავლეების  პროექტების  დემონსტრირება და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება, პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, კურსის შეფასება და შეჯამება.მე ტრენინგი ძალიან მომეწონა და მინდა კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.

Comments

Popular posts from this blog